ანტონ ობოლაშვილი – პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონები“ ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს
,,ბოლო პერიოდში ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბევრი პროექტი განხორციელდა, როგორც სამშენებლო, ასევე, ტურიზმისა და აგრარული მიმართულებით. ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა ვისაუბრო ჩვენი მხარის განვითარებაზე’’ – განაცხადა ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენაზე.
ანტონ ობოლაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონები“ ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს.
„ჩვენს მხარეში მიმდინარეობს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა აბასთუმნის განახლება, აჭარასთან დამაკავშირებელი გზა, აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბაკურიანის განვითარება. ამ პროექტების დასრულების შემდეგ, მოგვეცემა მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას იყოს მეტი შემოსავალი და მეტი განვითარების საშუალება ჰქონდეს ჩვენს რეგიონს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონების“ შესახებ. ეს პროგრამა ჩვენს ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს. რაც ტურისტების ნაკადის გაზრდაში აისახება.’’ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას განხორციელებული პროექტებისთვის და წარმატება უსურვა მერობის კანდიდატს.
„ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, არაერთი პროექტი მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამგვარ პროექტს სჭირდება ღირსეული მერობის კანდიდატი. ირაკლი ლაზარაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი კეთილსინდისიერება. დარწმუნებული ვარ, მერის რანგში უფრო მეტი მონდომებით შეუდგება საქმიანობას და კიდევ უფრო მეტად განავითარებს ჩვენს ქალაქს‘’ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...