ანტონ ობოლაშვილი – პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონები“ ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს

Read Time:52 Second

,,ბოლო პერიოდში ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბევრი პროექტი განხორციელდა, როგორც სამშენებლო, ასევე, ტურიზმისა და აგრარული მიმართულებით.  ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა ვისაუბრო ჩვენი მხარის განვითარებაზე’’ –  განაცხადა ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენაზე.

ანტონ ობოლაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონები“ ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს.

„ჩვენს მხარეში მიმდინარეობს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა აბასთუმნის განახლება, აჭარასთან დამაკავშირებელი გზა, აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბაკურიანის განვითარება. ამ პროექტების დასრულების შემდეგ, მოგვეცემა მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას იყოს მეტი შემოსავალი და მეტი განვითარების საშუალება ჰქონდეს ჩვენს რეგიონს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონების“ შესახებ. ეს პროგრამა ჩვენს ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს. რაც  ტურისტების ნაკადის გაზრდაში აისახება.’’ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას განხორციელებული პროექტებისთვის და წარმატება უსურვა მერობის კანდიდატს.

„ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, არაერთი პროექტი მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამგვარ პროექტს სჭირდება ღირსეული მერობის კანდიდატი. ირაკლი ლაზარაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი კეთილსინდისიერება. დარწმუნებული ვარ, მერის რანგში უფრო მეტი მონდომებით შეუდგება საქმიანობას და კიდევ უფრო მეტად განავითარებს ჩვენს ქალაქს‘’ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ძალა, რომელმაც ქვეყნის 20% დაგვაკარგინა და ოკუპაცია დააკანონებინა რუსეთს, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას
Next post გივი მიქანაძე: ოპონენტებმა მოინდომეს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ „ქართული ოცნება“ ყოფილიყო და თავად არ აეღოთ პასუხისმგებლობა