შაბათი, მარტი 21, 2026

ირაკლი ლაზარაშვილი – მზად ვარ გამოწვევისთვის, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ახალციხის წარმატების ერთერთ საუკეთესო მაგალითს შევქმნით

ჩვენი რეალისტური ხედვა და კარგად გაანალიზებული გეგმა მეტ განვითარებასა და პროგრესზეა ორიენტირებული. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს, გამარჯვების შემთხვევაში მზად ვარ, ახალი ენერგიით შევუდგე ახალ საქმეს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ახალციხელების უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ  – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატმა ირაკლი ლაზარაშვილმა წარდგენაზე

როგორც მეობის კანდიდატმა აღნიშნა, განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც უალტერნატივო პოლიტიკური ორგანიზაცია, მმართველი პარტია, გიცხადებს ნდობას და გაძლევს შესაძლებლობას, უდიდესი წარსულისა და კულტურის მქონე ქალაქსა და სოფლებს ემსახურო.

„ახალციხე ჩემი მშობლიური მხარეა, აქ დავიბადე და გავიზარდე. კარგად ვიცნობ ჩემს ქალაქს, ჩემს მუნიციპალიტეტს, აქ მცხოვრებ მშრომელ, მშვიდ, პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც მაღალი ზნეობის, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ.  ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანიც კი ვერ აუვლის გვერდს იმ უდიდეს პროგრესს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს. მიუხედავად ამისა, ახალციხელები ბევრად მეტს იმსახურებთ. მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გაგრძელდეს პროგრესი და მჯერა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ახალციხელების უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა გალამაზებული და გამწვანებული ახალციხის, წყლით მომარაგებული და გაზიფიცირებული მუნიციპალიტეტის, ახალი სპორტული მოედნების, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობის შესახებ ვისაუბროთ. მე ამ გამოწვევისთვის მზად ვარ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ახალციხის წარმატების ერთერთ საუკეთესო, თვალსაჩინო მაგალითს შევქმნით“ განაცხადა ირაკლი ლაზარაშვილმა.

მერობის კანდიდატმა ახალციხის მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან:  დავით სამსონიძე, გელა ჭალიძე, ამბარცუმ ბაბოიანი, მერი ხაბეიშვილი, ზურაბ ბარძიმაძე, სიმონ გელაშვილი, ვლადიმერ კუტანიძე, იოსებ კაპანაძე, არუთუნ აგადადიანი, პეტროს ვართანიანი, ზაალ ბერიძე, ილია კაპანაძე, გიორგი ინასარიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„შემოგვხედა და თქვა, ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“ – რა ამბავს იხსენებს გიორგი ლომთათიძე ილია მეორესთან დაკავშირებით

ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი, გიორგი ლომთათიძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისხსენებს, თუ როგორ დაარქვა სახელი მათ თავად ილია მეორემ:„როცა დავრჩით შვიდნი და უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი უნდა დარქმეოდა ანსამბლს. რამდენიმე სახელი შემოგვთავაზეს მეგობრებმა. ერთ-ერთი სახელი იყო „შვიდკაცა“. ჩვენი ტაძრის მოძღვარმა, მამა ილია ნასიძემ შეგვიყვანა შეგვიყვანა უწმინდესთან, დავიჩოქეთ ყველამ, მამა ილიამ კი მოყვა პრეისტორია და ჰკითხა უწმინდესს, რომელ სახელს ამოარჩევდა. შემოგვხედა უწმინდესმა და გვითხრა: ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“,- ამბობს გიორგი ლომთათიძე.

გიორგი მიქაუტაძემ გოლი ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა

„სოსიედადთან“ ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში მოგებულ მატჩში (3:1), „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.ფოტო: Geo Team

დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, აშშ ამას არ გააკეთებს

ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ უახლოვდება თავისი მიზნების შესრულებას.„ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი მიზნების მიღწევას, რამდენადაც განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი უზარმაზარი სამხედრო ძალისხმევის ეტაპობრივად დასრულებას, ირანის ტერორისტულ რეჟიმთან მიმართებაში: 1. ირანის სარაკეტო, გამშვები დანადგარებისა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის სრული შემცირება; 2. ირანის სამრეწველო თავდაცვითი ბაზის განადგურება; 3 მათი ფლოტისა და საჰაერო ძალების განადგურება, მათ შორის, საზენიტო შეიარაღების; 4. არ დავუშვათ ირანის მიახლოება ბირთვულ შესაძლებლობებთან და ყოველთვის იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც აშშ-ს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად ჰქონდეს რეაგირება ასეთ სიტუაციებში, თუკი ეს მოხდება; 5. ჩვენი ახლოაღმოსავლელი მოკავშირეების, მათ  შორის ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, კუვეიტისა და სხვების უმაღლეს დონეზე დაცვა.ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას – აშშ ამას არ გააკეთებს! თუ გვთხოვენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ძალისხმევაში, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ეს იქნება მარტივი სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, ცეცხლის შეწყვეტას არ აცხადებ, როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ანადგურებ მეორე მხარეს

მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიის წარმომადგენლებთან ირანთან ომზე საუბრისას განაცხადა.„ცეცხლის შეწყვეტას არ აცხადებ, როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ანადგურებ მეორე მხარეს“, – ამბობს ტრამპი.მისი თქმით, ამერიკა ირანს „საშინლად ძლიერად“ არტყამს. ტრამპის განცხადებით, ირანის რეჟიმის წარმომადგენლები „ბანდიტები, პირუტყვები და საშინელი ხალხია“.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო საკმარისად არ ასრულებს თავის როლს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.„ეს მარტივი სამხედრო მანევრია, თუმცა დიდი დახმარებაა საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროა ხომალდები და ნატო-ს შეეძლო ჩვენი დახმარება, მაგრამ მათ ამ დრომდე არ ეყოთ ამის გაკეთების გამბედაობა“, – განაცხადა ტრამპმა.რაც შეეხება აშშ-ისთვის ბაზებით სარგებლობის ნებართვის შესახებ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დონალდ ტრამპის თქმით, ეს „ძალიან დაგვიანებული რეაგირებაა“.„ცოტა არ იყოს, გამიკვირდა გაერთიანებული სამეფოსი, გულწრფელად რომ თქვა, მათ ბევრად სწრაფად უნდა ემოქმედათ“, – განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, ბრიტანეთმა აშშ-ს ნება დართო, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული.

აბას არაღჩი – კირ სტარმერი ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, როდესაც ნებას რთავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს ბაზები ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენოს

კირ სტარმერი ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, – ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ისთვის ბრიტანული ბაზებით სარგებლობის ნებართვის შესახებ გავრცელებულ ცნობას.არაღჩის თქმით, ირანი გამოიყენებს თავდაცვის უფლებას.„ბრიტანელი ხალხის უმრავლესობას არ სურს არავითარი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის ომში. საკუთარი ხალხის იგნორირებით, ბატონი სტარმერი ბრიტანელთა სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, როდესაც ნებას რთავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს ბაზები გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის“, – აღნიშნავს ირანელი დიპლომატი.ცნობისთვის, ბრიტანეთმა აშშ-ს ნება დართო, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული. 

ბოლო სიახლეები