ირაკლი ლაზარაშვილი – მზად ვარ გამოწვევისთვის, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ახალციხის წარმატების ერთერთ საუკეთესო მაგალითს შევქმნით
ჩვენი რეალისტური ხედვა და კარგად გაანალიზებული გეგმა მეტ განვითარებასა და პროგრესზეა ორიენტირებული. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს, გამარჯვების შემთხვევაში მზად ვარ, ახალი ენერგიით შევუდგე ახალ საქმეს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ახალციხელების უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატმა ირაკლი ლაზარაშვილმა წარდგენაზე
როგორც მეობის კანდიდატმა აღნიშნა, განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც უალტერნატივო პოლიტიკური ორგანიზაცია, მმართველი პარტია, გიცხადებს ნდობას და გაძლევს შესაძლებლობას, უდიდესი წარსულისა და კულტურის მქონე ქალაქსა და სოფლებს ემსახურო.
„ახალციხე ჩემი მშობლიური მხარეა, აქ დავიბადე და გავიზარდე. კარგად ვიცნობ ჩემს ქალაქს, ჩემს მუნიციპალიტეტს, აქ მცხოვრებ მშრომელ, მშვიდ, პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც მაღალი ზნეობის, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ. ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანიც კი ვერ აუვლის გვერდს იმ უდიდეს პროგრესს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს. მიუხედავად ამისა, ახალციხელები ბევრად მეტს იმსახურებთ. მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გაგრძელდეს პროგრესი და მჯერა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ახალციხელების უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა გალამაზებული და გამწვანებული ახალციხის, წყლით მომარაგებული და გაზიფიცირებული მუნიციპალიტეტის, ახალი სპორტული მოედნების, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობის შესახებ ვისაუბროთ. მე ამ გამოწვევისთვის მზად ვარ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ახალციხის წარმატების ერთერთ საუკეთესო, თვალსაჩინო მაგალითს შევქმნით“ განაცხადა ირაკლი ლაზარაშვილმა.
მერობის კანდიდატმა ახალციხის მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: დავით სამსონიძე, გელა ჭალიძე, ამბარცუმ ბაბოიანი, მერი ხაბეიშვილი, ზურაბ ბარძიმაძე, სიმონ გელაშვილი, ვლადიმერ კუტანიძე, იოსებ კაპანაძე, არუთუნ აგადადიანი, პეტროს ვართანიანი, ზაალ ბერიძე, ილია კაპანაძე, გიორგი ინასარიძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...