იოსებ ხახალეიშვილი: ინდივიდუალური შეხვედრები მეტ საშუალებას მაძლევს, ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს თუ პრობლემებს უკეთ გავეცნო
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მერაბ კვიცარიძესა და პარტიის წევრებთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხარებავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, მოქალაქეების პრობლემები, პოლიტიკური შეხედულებები, შენიშვნები და რჩევები მოისმინა. ისაუბრა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ქუთაისში განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე საერთო პრობლემების მოგვარების პროცესში.
“ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტად მაძლევს საშუალებას უკეთ გავეცნო ჩემი თანაქალაქელების კონკრეტულ პრობლემებს და მათ დამოკიდებულებას ქუთაისის განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე. სათქმელიც და მიდგომაც ხშირად განსხვავდება ერთმანეთსგან, მაგრამ საერთოა მიზანი – ყველას უნდა მშვიდობიანი, უსაფრთხო გარემო არსებობისთვის, უკეთესი მომავლისთვის და მოწესრიგებულ, ლამაზ ქალაქში ცხოვრება და საქმიანობა.
ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ქუთაისის თანაბარი განვითარება, რაც ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, განათლების ხელშეწყობასთან ერთად, უალტერნატივო პრიორიტეტია” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...