კახა კალაძე ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულზე: რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს

Read Time:36 Second

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა. შესაძლოა, დაახლოებით იცოდნენ ვინ იყო, მაგრამ თუ გამყარებული არ იყო ნივთმტკიცებებით, დნმ-ით ან მსგავსით, ვერ იტყოდნენ ყველაფერს, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ავსტრალიელი შანაე ბრუკის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მან შს მინისტრს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ეჭვმიტანილის „ქართულ ოცნებასთან“ სავარაუდო კავშირზეც ისაუბრა.

„თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა, ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?“, – აღნიშნა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ინდივიდუალური შეხვედრები მეტ საშუალებას მაძლევს, ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს თუ პრობლემებს უკეთ გავეცნო
Next post გიგა ბოკერია: ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს