გიგა ბოკერია: ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს

Read Time:41 Second

ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს, ოპოზიციასთან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი „ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ადამიანები სხვადასხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფშია და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში.

„ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს, ოპოზიციასთან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემაა, როდესაც „ნეიტრალურ წევრებად“ საარჩევნო ადმინისტრაციას წარმოაჩენ და მერე შენი უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც გემორჩილება. როცა მთავრობა ხარ, ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს, აი, ცესკოში საბჭო რომ აქვთ შექმნილი, ყველას ფულს ურიგებ შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს, რომელსაც ნეიტრალურად წარმოაჩენ.

რაც შეეხება ნონიაშვილს, რომელიც ჩვენი გუნდის ახალი ლიდერია, სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარია, მისი კარიერაც ცნობილია. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ადამიანები სხვადასხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფში არიან და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში“, – განაცხადა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულზე: რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს
Next post მალხაზ ბეგიაშვილი ბოდბეში მოსახლეობას შეხვდა