გივი მოდებაძე: მადლობა „ქართულ ოცნებას“ ნდობისა და შესაძლებლობისთვის, რომ კვლავ მომეცა შანსი, გავაკეთოთ ბევრი კარგი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის
,,დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ ნდობისა და შესაძლებლობისთვის, რომ კვლავ მომეცა შანსი გავაკეთოთ ბევრი კარგი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ჭიათურის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ წარდგენაზე.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ჭიათურაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ქალაქს აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება
,,ბევრ მნიშვნელოვან პროექტზე გვქონდა საუბარი, თუმცა, მინდა, გამოვყო, რომ ჭიათურას დღეს აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება, აშენდა რამდენიმე ახალი სკოლა და ბაღი, დაიგო დაახლოებით, 120 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ძალიან ბევრი სკვერი. ეს პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა. დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად დავათვალიერებთ თანამედროვე, გონდოლებიან საბაგირო გზას, რომელიც დაახლოებით 10 დღეა გაიხსნა და 20 000-ზე მეტი ვიზიტორი უკვე იმყოფებოდა. ჩვენს ქალაქში ბევრი საბაგირო გზაა და საუბარია მათ განვითარებაზე. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში დაიწყება ე.წ „მშვიდობისა“ და „25-ის“ მიმართულებით ისტორიული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. მადლობა მინდა გადაუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც ყველა იმ სასიცოცხლო პროექტშია ჩართული, რომელიც ამ ბოლო დროს ქალაქში ხორციელდება. ცენტრალური ხელისუფლების, „ჯორჯიან მანგანეზის“, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ძალიან ბევრ რამ გაკეთდა ამ ქალაქის განვითარებისთვის.
წარმოგიდგინოთ გუნდს, რომელიც ჭიათურის მომავლისთვის იზრუნებს, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს: ალექსანდრე ციცქიშვილი, გელა ბუზალაძე, დავით ყიფშიძე, რომა მუმლაძე, ირაკლი მერმანიშვილი, გიორგი დემეტრაშვილი, ზაზა ჯოხაძე, გიორგი ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, გელა გელაშვილი, ვახტანგ ცუცქირიძე, ოლეგ კობიაშვილი, ემზარ მიქაცაძე ‘’ – განაცხადა გივი მოდებაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...