ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის დავით ზალკალიანმა შვედი კოლეგისგან მადლობის წერილი მიიღო

Read Time:42 Second

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაცის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ძვირფასო დავით, მსურს გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება საქართველოს მიერ ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის, რამაც თბილისის გავლით მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის საშუალება მოგვცა. თქვენი სამინისტროსა და აეროპორტის ხელმძღვანელობის მიერ გაწეული თანამშრომლობა და დახმარება ნამდვილად გამორჩეული იყო“, – წერს ენ ლინდე.

სამინისტროს განცხადებით, საქართველო აქტიურად იყო ჩართული პარტნიორების მიერ ავღანეთიდან სამოქალაქო პირების გამოყვანის მიზნით ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში.

თბილისის აეროპორტში განხორციელდა ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავების განლაგება, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებდნენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო შემდგომ ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდებოდა სხვადასხვა ჩარტერული რეისის საშუალებით. აღნიშნულ პროცესში ქართველი, ამერიკელი, ნორვეგიელი, შვედი და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი მონაწილეობდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ
Next post გივი მოდებაძე: მადლობა „ქართულ ოცნებას“ ნდობისა და შესაძლებლობისთვის, რომ კვლავ მომეცა შანსი, გავაკეთოთ ბევრი კარგი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის