ჯანდაცვის მინისტრი: მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს – ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა
მინდა დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, მინდა ასევე ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს – ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა პანდემიასთან ბრძოლაში არსებული რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია და მე ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაში, ალბათ დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ თითოეული ჩვენი გვერდში მდგომი, ჩვენი მეზობლის, ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია“, – განაცხადა მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...