მამუკა წოწერია აგვისტოს ომზე: საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას, ჩვენი გმირების ბრძოლა კი ნამდვილად არ ჩაივლის უშედეგოდ
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მოუშუშებელი ტკივილის და ტრაგედიის თარიღი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მას შეეწირა ჩვენი მებრძოლები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენმა მუნიციპალიტეტმა დაკარგა ოთხი ახალგაზრდა კაპრალი: დავით ჯიქია, ბადრი ბერანძე, კობა სერგია და სერგო გოროზია, მე მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო და მადლობა გადავუხადო საქართველოსთვის შეწირულებს ჩვენი ქვეყნის თავგანწირვისა და უზომო სიყვარულისთვის.
ჩვენ დარწმუნებული ვართ მათი ბრძოლა დასრულდება შედეგით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას. კიდევ ერთხელ დიდება დაღუპულთა სულებს და მათი ბრძოლა ნამდვილად არ ჩაივლის უშედეგოდ“ – განაცხადა მამუკა წოიწერიამ.
მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მერობის კანდიდატმა ომში დაღუპული მებრძოლების ბადრი ბერანძის და დავით ჯიქიას საფლავები გვირგვინით შეამკო და მათი ოჯახის წევრებს გმირი შვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო
პარტია "ქართული ოცნების" აღამსრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება: "სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს...
პრემიერი: რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში
რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი, - ამის შესახებ...
პრემიერი: მადლობა სამართალდამცველებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და მინდა ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ
ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ...
პრემიერი: სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს
თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის...