ვახტანგ გომელაური: დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა ძირითადად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული
“რეფორმების შედეგად, 2012 წლიდან, დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები. ამ დროისთვის, ძირითადად
ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე არის დაცული”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
“სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, 2016 წლიდან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ფუნქციონირება დაიწყო სამედიცინო პუნქტებმა. 2020 წელს ზაჰესში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების შენობა. საანგარიშო პერიოდის დასრულებისთვის, საქართველოში მოქმედ დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზენტაციის წარდგენის დროს ასევე ისაუბრა მიგრანტებისათვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცეების შესახებ.
“2014 წელს შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი. აშენდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, რომელიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. 2018 წელს დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და მის შემადგენლობაში შევიდა თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრი. მომავალში, მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება მიგრანტებისათვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცეების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...