თამარ გაბუნია: ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში პიკი უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს

Read Time:39 Second

დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი სამწუხაროდ არის დაახლოებით 50-55%. გასულ პერიოდში, როდესაც პანდემიის კონტროლი უკეთ ხორციელდებოდა ეს მაჩვენებელი 75-80%-ს აღემატებოდა, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას პირბადის ტარებისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

„ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში, ის პიკი, რომელშიც რეალურად უკვე ვიმყოფებით, უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და სოციალური შეკრებებისგან თავის შეკავება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პიკი გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად და ნორმალიზაციას მოკლე ხანში დავუბრუნდეთ. დღეს მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყება აქტიურად მუშაობს. აქვე მნიშვნელოვანია მოქალაქეები გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ნიღბის გამოყენება არის ყველაზე მარტივი დღეს. სხვა დანარჩენზე საბჭო იმსჯელებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისა და ბიზნესებისთვის
Next post ვახტანგ გომელაური: დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა ძირითადად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული