იაგო ხვიჩია – არ ვიცი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მივალთ თუ არა ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია
არ ვიცი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მივალთ თუ არა საბოლოო ჯამში ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ორივეს უნდა, ეს კამპანია იყოს დაძაბული, ჩხუბისა და დაპირისპირების კამპანია, რადგან ეს არის, რაც ყველაზე კარგად იციან, დანარჩენი საქმიანი საუბარი და დაპირებების შესრულებაზე ლაპარაკი არ არის ქართული პოლიტიკური სპექტრის ძლიერი მხარე, სამწუხაროდ. არ ვიცი, როგორ კამპანიას გააგრძელებენ ესენი, ჩვენ მივალთ თუ არა საბოლოო ჯამში ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, „გირჩი“ საარჩევნოდ თავის წარმომადგენლებს ეძებს სხვადასხვა რეგიონში.
„ახლა ფიზიკურად გამოცხადებული გვაქვს საჯარო ღია კონკურსები და გვექნება საარჩევნო ზუმკამპანია, სადაც ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ხვალიდან დავიწყებთ ჩვენი კანდიდატების გაცნობას ადამიანებისთვის. მაგალითად, ზესტაფონში ან საჩხერეში ვინმეს თუ უნდა ჩვენი წარმომადგენლობა ზუმპლატფორმის მეშვეობით მთელი საქართველოს დასანახად ვაჩვენებთ ადამიანებს როგორ ვარჩევთ საჯაროდ ჩვენს კანდიდატებს. გარდა ამისა, გვექნება საქართველოს პარლამენტიდან ახალი გადაცემები და ვილაპარაკებთ ღრმად ყველა იმ თემაზე, რომელიც, გირჩის აზრით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...