ირაკლი ღარიბაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

Read Time:45 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესცენტრი ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის პრესცენტრის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

ასევე, სატელეფონო საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1 ივნისს შედგა. მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია. ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა
Next post იაგო ხვიჩია – არ ვიცი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მივალთ თუ არა ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია