იაგო ხვიჩია – არ ვიცი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მივალთ თუ არა ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია

Read Time:51 Second

არ ვიცი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მივალთ თუ არა საბოლოო ჯამში ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ორივეს უნდა, ეს კამპანია იყოს დაძაბული, ჩხუბისა და დაპირისპირების კამპანია, რადგან ეს არის, რაც ყველაზე კარგად იციან, დანარჩენი საქმიანი საუბარი და დაპირებების შესრულებაზე ლაპარაკი არ არის ქართული პოლიტიკური სპექტრის ძლიერი მხარე, სამწუხაროდ. არ ვიცი, როგორ კამპანიას გააგრძელებენ ესენი, ჩვენ მივალთ თუ არა საბოლოო ჯამში ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „გირჩი“ ​საარჩევნოდ თავის წარმომადგენლებს ეძებს სხვადასხვა რეგიონში.

„ახლა ფიზიკურად გამოცხადებული გვაქვს საჯარო ღია კონკურსები და გვექნება საარჩევნო ზუმკამპანია, სადაც ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ხვალიდან დავიწყებთ ჩვენი კანდიდატების გაცნობას ადამიანებისთვის. მაგალითად, ზესტაფონში ან საჩხერეში ვინმეს თუ უნდა ჩვენი წარმომადგენლობა ზუმპლატფორმის მეშვეობით მთელი საქართველოს დასანახად ვაჩვენებთ ადამიანებს როგორ ვარჩევთ საჯაროდ ჩვენს კანდიდატებს. გარდა ამისა, გვექნება საქართველოს პარლამენტიდან ახალი გადაცემები და ვილაპარაკებთ ღრმად ყველა იმ თემაზე, რომელიც, გირჩის აზრით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში