ხვალ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის კანდიდატურებს პარლამენტი მესამედ უყრის კენჭს
ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ, მესამედ უყრიან კენჭს.
იმის გამო, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა ორჯერ მოხერხდა, კანონმდებლობის თანახმად, მომდევნო კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა.
თუ დეპუტატებმა თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ შეძლეს, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
რადგან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები უკვე პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მოხერხდებოდა, მათი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნებოდა.
ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების პირველი კენჭისყრა რიგგარეშე სესიის 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარდა, მეორე – 22 ივლისის სხდომაზე.
მეორე კენჭისყრის დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 11-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატურამ, გიორგი სანტურიანმა 4 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 11 კი, წინააღმდეგი იყო.
22 ივლისის სხდომაზე, ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ გია ცაცაშვილის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, 10-მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო მეორე კანდიდატმა, ლელა ტალიურმა 18 ხმა მიიღო, წინააღმდეგი 2 დეპუტატი იყო. მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი 18 დეპუტატმა დაუჭირა, 2-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატმა, მაია ზარიძემ 77 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 10-ის წინააღმდეგ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...