შალვა პაპუაშვილი ბოკუჩავაზე: პრობლემა იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ყველანაირი ქცევის მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა ქალია თუ კაცი
პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ყველანაირი ქცევის მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა ქალია თუ კაცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
პაპუაშვილმა 18 ივლისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასთან მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ გაიხსენა. განაცხადა, რომ მან ბოკუჩავა ადგილიდან განარიდა, რადგან სიტუაციის განვითარების ცუდი მოლოდინი ჰქონდა.
მისი თქმით, საპარლამენტო პროტესტის ფორმები რეგლამენტით გაწერილია და ეს არის პარლამენტის სხდომის ბოიკოტი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში ხშირად მიმართავენ.
„რაც შეეხება ამ დესტრუქციულ ქცევას, აბსოლუტურად მიუღებელია. ადამიანურ დონეზეც კი გასაკვირია, როდესაც მაგიდაზე შემხტარ და მყვირალ ადამიანებს ხედავ.
რაც შეეხება იმ ინციდენტსა თუ ფრაგმენტს, რომელიც კონკრეტულად ქალბატონ თინას შეეხებოდა, მოლოდინი იყო ნებისმიერი პერფორმანსისა თუ დესტრუქციის. ბოლო პერიოდში ვხედავდით საღებავების გადასხმას; მანამდე, წინა მოწვევის პარლამენტში, ვნახეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რაღაც ნივთიერება დაასხეს. პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყველანაირი ქცევის მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა ქალია თუ კაცი. ბოლო პერიოდში ქალების მხრიდან ვიხილეთ პოლიციისთვის საღებავების გადასხმა და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
18 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ხელში აიყვანა და ადგილიდან გაიყვანა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...