ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულ ინფორმაციას მივაწვდით შარლ მიშელს, თუ როგორ არ ასრულებს ოპოზიცია შეთანხმებას
ჩვენ სრულ ინფორმაცია მივაწვდით შარლ მიშელს, როგორ სრულდება დოკუმენტი ჩვენი მხრიდან, თითოეული პუნქტი ზედმიწევნით. ასევე მივაწვდით ინფორმაციას თუ როგორ არ ასრულებს ოპოზიცია ამ შეთანხმებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს დღემდე არ აქვს ხელი მოწერილი მიშელის დოკუმენტზე. მუდმივად ხდება ისეთ საკითხებზე ხმის არმიცემა, როგორიც არის ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა და სხვა არაერთი კენჭისყრა, რომელშიც მათ არ მიიღეს მონაწილეობა. ეს არის მათი დამოკიდებულება პოლიტიკური შეთანხმების მიმართ. არის ორი რადიკალური დამოკიდებულება, „ქართული ოცნება“, რომელიც ყველა პუნქტს ასრულებს და არის ოპოზიცია, რომელიც ძალიან უდიერად და გულგრილად ეპყრობა ამ დოკუმენტს. ამას ხედავს საზოგადოება, ხედავენ საერთაშორისო პარტნიორები და ამის საფუძველზე უნდა გაკეთდეს დასკვნები. ჩვენი მხრიდან მუდმივი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. დოკუმენტმა უკვე შეასრულა პოზიტიური როლი, საარჩევნო კუთხით, საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ შარლ მიშელს. მთავარი მიზანი ამ დოკუმენტის იყო პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივად შემცირება. რამდენად მივაღწევთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილზე. თუ ადამიანს არ უნდა ამის გაკეთება, ვერანაირი შეთანხმება მას ამას ვერ აიძულებს. ახლა ვხედავთ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯებს, ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს, დესტრუქციას ახორციელებენ, გარდაცვლილი ოპერატორის სიკვდილით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ეს ყველაფერი არის დოკუმენტის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ისინი ამაზე პასუხს მიიღებენ პირველ რიგში ქართული საზოგადოების მხრიდან. ორ თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამ ყველაფერს, უდიერ დამოკიდებულებას დასავლელი პარტნიორების მიმართ, საკუთარი ხალხისა და საკუთარი სახელმწიფოს სისტემების მიმართ, 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაეცემა საკადრისი პასუხი. როგორ აგებდნენ ყველა წინა არჩევნებს ასევე წააგებენ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...