შალვა პაპუაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე: „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ამ შეთანხმებას ასრულებს

Read Time:1 Minute, 3 Second

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი, დეპუტატის მანდატისა, არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება, – ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მაღალი პასუხისმგებლობაა და პრივილეგიაცაა, როდესაც ხალხის წარმომადგენელს ამ მანდატის განხორციელების შესაძლებლობა აქვს. როცა ხალხი გაბარებს მანდატს, ამას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო და ვნახეთ ვინ როგორ უყურებდა ამ მანდატს და თვეების განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში. ბოლოს მოუწიათ შემოსვლა იმიტომ, რომ აქვთ პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამომრჩეველი ბოლოს სთხოვს თავის რჩეულს, რომ ეს მანდატი განახორციელოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ზედმიწევნითაა შესრულებული ის საკითხები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია გაწერილი. „ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ შევასრულოთ ეს შეთანხმება. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ამ შეთანხმებას ასრულებს. სხვა პარტიებს თუ შევხედავთ, მაგალითად „ლელომ“ ბოიკოტი გამოუცხადა საარჩევნო რეფორმას, ცესკოს დაკომპლექტებაში უმეტესობა არ იღებს მონაწილეობას. გუშინ კომიტეტში სხდომა იყო და ინტერვიუებზეც არ მოვიდნენ. ამნისტიასთან დაკავშირებით, მთლიანად ჩამოცილებულნი არიან ამ პროცესს და არ მოსწონთ ზოგადად ამნისტია და ჩამოცილებულნი არიან ამ პროცესს. ახლაც ბოიკოტზე საუბრობენ და ერთადერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება რომელიც აიღეს შემოსულიყვნენ პარლამენტში და სამუშაო პროცესში მიეღოთ მონაწილეობა და ამასაც არ ასრულებენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღემდე ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის დოკუმენტზე, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დეპოლარიზაციას, რაც ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: რეალურად, ისინი არიან მკვეთრად ანტიდასავლური პარტიები, რომლებიც მუდმივად, რუსულ საქმეს აკეთებდნენ
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულ ინფორმაციას მივაწვდით შარლ მიშელს, თუ როგორ არ ასრულებს ოპოზიცია შეთანხმებას