ირაკლი ბერაია: ოპონენტების მხრიდან ვისმენდით ისეთ უსაფუძვლო გამონათქვამებს, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას ახდენს
ჩვენმა საზოგადოებამ პრემიერის გამოსვლისას მოისმინა შედეგები და ნათლად დაინახა პროგრესი, თუმცა პროგრესისა და წარმატების კონკრეტული მაგალითების პარალელურად ჩვენ ვისმენდით აბსოლუტურად უსაფუძვლო, უშინაარსო, პოლიტიზირების მაღალი ხარისხით გაჯერებულ ისეთ გამონათქვამებს, რომელიც პირდაპირ ახდენს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას ოპონენტების მხრიდან, – ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი მისწრაფება ეფუძნება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების დაცვისა და გაღრმავების არამხოლოდ სურვილს, არამედ შესაძლებლობას და ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის უდიდეს გამოცდილებას.
„ძალიან საინტერესო იყო წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ როგორ უმკლავდება მთავრობა გამოწვევებს, როგორ იყენებს ქვეყნის წინაშე არსებული განვითარების შესაძლებლობებს და როგორ ახორციელებს ამბიციურ, დემოკრატიულ დღის წესრიგს.
პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწორად აღნიშნა, რომ დღეს საქართველო მზად არის ალიანსში გაწევრებისთვის და ამას აქვს არაერთი მკაფიო მიზეზი. ჩვენი მისწრაფება ეფუძნება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების დაცვისა და გაღრმავების არამხოლოდ სურვილს, არამედ შესაძლებლობას და ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის უდიდეს გამოცდილებას.
აბსოლუტურად ვიზიარებთ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთებას და მის მიერ ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან გაჟღერებულ ქართველი ხალხის გზავნილს, რომ საქართველო მზად არის ალიანსში გაწევრებისთვის და დადგა დრო ამ პროცესში დაწინაურდეს.
დღეს ქვეყანა დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. ამ საფრთხეების ისეთი მულტიპლიკატორები, როგორიც არის პანდემია, განაპირობებს სრულიად ახალი, ბევრად უფრო ამბიციური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას შემჭიდროებულ ვადებში, რაზეც ძალიან მკაფიოდ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ეს ასევე მოითხოვს პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციას და არა კარვებს, ვალდებულებების შესრულებასა და არა მათ იგნორირებას. ეს არის ჩვენი ქვეყანა, მასზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...