დავით ზალკალიანი – უკრაინასთან ორმხირივი კონტაქტები ხელს უწყობს თანამშრომლობას, რათა ერთობლივი პოზიციები გვქონდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე
ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დიმიტრი კულებას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ისე საქართველოსა და უკრაინის ერთობლივ გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
„უკრაინა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა. ჩვენ გვქონდა მაღალი დონის ვიზიტები, ასევე იგეგმება საქართველოდან უკრაინაში მაღალი დონის ვიზიტები და ბუნებრივია, განვიხილეთ ასევე რეგიონალური უსაფრთხოების თემები, შევაფასეთ ბოლო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენები, როგორიც იყო ნატო-ს სამიტი, ასევე ევროკავშირ-ამერიკის შეერთებული შტატების სამიტი, ამერიკა-რუსეთის სამიტი ზუსტად იმ კონტექსტში, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის და ბუნებრივია, ვისაუბრეთ ასევე სამომავლო პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, კიევში დაფუძნდა სამმხრივი ფორმატი, ტრიოს ფორმატი, ასოცირებული წევრების ევროკავშირის და ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ერთობლივი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების კუთხით. სწორედ ამ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ და უახლოეს პერიოდში ჩვენი საზოგადოება იხილავს სწორედ შედეგებს, პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგმულს ერთობლივად ტრიოს ფორმატში ევროკავშირთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ეს ორმხირივი კონტაქტები, რომელიც გვაქვს უკრაინასთან, ძალიან ხელს უწყობს ასევე ჩვენს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში, რათა კოორდინირებული ერთობლივი პოზიციები გვქონდეს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ნატო-ში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ასევე კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ერთობლივი ქმედებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...
კახა კახიშვილი: სიდიდით კი არ იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნიდან იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა იმით თუ რამდენი ადამიანი ცხოვრებს იმ ქვეყანაში და რამდენი აქვს ფული
არ მიმაჩნია, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეს ასეთ ტონალობაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...