ირაკლი კობახიძე: გახარიას პარტია ისე დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა
საბოლოო ჯამში გახარიას პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა, ანუ, პრაქტიკულად ნულით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ თოქ-შოუში რეაქცია“.
მისი თქმით, გამორიცხულია, გახარიას პარტიამ არჩევნებზე ორნიშნა პროცენტი აიღოს.
„თქვენ სვამთ კითხვას, რა უნდოდა მაშინ გახარიას? მოდით, შევატრიალოთ ეს კითხვა – დღეს რა უნდა გახარიას? რამდენი პროცენტი შეიძლება აიღოს? ორნიშნა გამორიცხულია. მათ შორის ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით. ვთქვათ, 7%, რაც ჭერის ჭერიც არ არის. მე მგონი, საბოლოო ჯამში მისი პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა. ანუ, პრაქტიკულად ნულით. მაქსიმუმ 7% – თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში თბილისში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, ზოგან შეიძლება ერთი კაცი გაიყვანოს.
როდესაც საუბარია 43%-ზე, ჩვენ ხომ ყოველთვის ამას ვამბობთ, მისი ერთადერთი ამოცანა და დავალება არის ის, რომ როგორმე დაგვაახლოვოს 43%-ს. ეს სცენარი ვის ინტერესებშია? გავყვეთ ლოგიკას? საინტერესოა, რა ხდება მერე? ხომ ყველამ კარგად ვიცით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, რომ ასეთი რაღაც მოხდა, ვინ ბრუნდება ხელისუფლებაში?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თეორიულად რომ დავუშვათ, ეს ასე ვერ მოხდება, იმიტომ, რომ 43%-მდე „ქართული ოცნება“ არ ჩამოვა.
„ჩვენ 48% ავიღეთ წინა არჩევნებზე და არავითარი მინიშნება იმის, რომ ჩვენი მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება, 5% არ არის ცოტა, ამის არავითარი მინიშნება არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – თავს იწყნარებთ? კობახიძემ უპასუხა: „ყველა არჩევნების წინ თავს ვიწყნარებდი ხოლმე და არჩევნების შემდეგ წყნარად ვიყავი, შვიდჯერ მოხდა ჩემ შემთხვევაში, ოთხი თუ ხუთი იყო ასეთი არჩევნები, სადაც უშუალოდ ვიყავი ჩართული როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ან მოადგილე ანუ ჩვენი პროგნოზი ამ კუთხით მართლდებოდა ხოლმე როდესაც საბოლოო ჯამში, პარტიის შედეგებზე იყო საუბარი. წინაზეც ჩვენი პრინციპული ამოცანა იყო ყოველი მეორე ხმა და ავიღეთ ზუსტად ყოველი მეორე ხმა – 48%“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე...
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას – დავით მათიკაშვილი
„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და...
მოგვიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან არაფერს მოგვიტანს სასიკეთოს – ალექსანდრე მოწერელია
„დღეს კიდევ არის შანსი, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის...
აქციის თითოეულმა წევრმა, უნდა გაიაზროს ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები – მამუკა მდინარაძე
აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ...
რამდენი ათასი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ?! – პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
„ყველა გრძნობთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას,რომლის ჩადენასაც აპირებთ “გამჭვირვალობის” სახელით. პირდაპირ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტერესების...
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს პარლამენტი მიიღებს და ძალიან მალე ქართული საზოგადოება თავად იხილავს, რამდენი რამ იყო მისთვის დამალული
„წელიწადზე მეტია, რაც გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე ორომტრიალია ატეხილი. ამ კანონს ხან რუსულობა დააბრალეს, ხან მის ავტორებს - მოღალატეობა. ეს...