ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ „გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი და გააუქმონ დაანონსებული პრაიდი
მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში.
როგორც ლევან ვასაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაანონსებულია ე.წ. პრაიდის კვირეული და სახელმწიფომ არ უნდა მისცეს საშუალება რადიკალურ ჯგუფებს, რათა მოახდინონ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია.
„ვნახეთ ჯოჯოხეთური კლიპი, რომელიც გადაიღეს ე.წ. პრაიდის რეკლამისთვის, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ნორმებს. იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს, რადგან საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში არაერთი წელია, გვაქვს სრულიად მკაფიო მესიჯები, ჩვენი მოძმე ოსებისა და აფხაზებისგან, თუ საქართველო მიდის მაგ გზით ანტიტრადიციული, სრულიად მიუღებელი მიმართულებით, ჩვენ თქვენთან საერთო არ გვაქვს. მსგავსი ანტიკულტურის დამკვიდრების მცდელობა ახდენს საქართველოს ამოვარდნას იმ საერთაშორისო საზოგადოების ნორმებიდან, რომლის რეალობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ქმნის საფრთხეს არა მხოლოდ შიდა დესტაბილიზაციისა ქვეყანაში, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენს სახელმწიფოებს სტატუსს.
მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოებრივი მორალისა და ტრადიციების გვერდზე, გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი. როგორც ეს ჩვენ მათ გავაკეთებინეთ ორი წლის წინ“, – განაცხადა ვასაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აძლევს 10-დღიან ვადას, რათა გააუქმოს ეს პრაიდი და არ მისცეს საბაბი ქვეყანაში ესკალაციის, დაპირისპირების პროცესების განვითარებას და ქვეყნის დისკრედიტაციას სამეზობლოში.
„გარდა ამისა, მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ორი მოთხოვნა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ. ასევე 15 პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა ლგბ დოკუმენტის მანიფესტს, მათაც გააკეთონ არჩევანი, ან დადგნენ ქართველი ხალხის ტრადიციების, საზოგადოებრივი მორალის სადარაჯოზე, ან იმ ერთი მუჭა უცხოეთიდან დაფინანსებული დესტაბილიზატორების მხარეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანაში დაძაბონ ყველაფერი“, – განაცხადა ვასაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...