კარლ ჰარცელი: გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა ძალიან თამამი და ამბიციური მიზანია – იმედი მაქვს, მის მიღწევაში სხვებიც შემოგვიერთდებიან
ევროკავშირი ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს დღეს. ამ საკითხებში ევროკავშირი უკვე არის მსოფლიო ლიდერი, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან პლანეტა ჩვენს გააქტიურებას ვეღარ დაელოდება. ამიტომ, ჩვენ მიზნად, 30 წელიწადზე ნაკლებ დროში, ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მიერ გარემოზე საკუთარი უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა დავისახეთ. იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანების შესრულებას დაბინძურებასთან, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებთან ეფექტიანად ბრძოლით, ენერგიის მდგრადი წყაროების გამოყენებისა და მრავალი სხვა ხერხით შევძლებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ „ევროპულ მწვანე შეთანხმებას“ (EU Green Deal) ვუწოდებთ. ეს არის ძალიან თამამი და ამბიციური მიზანი, რომლის მიღწევაშიც, იმედი მაქვს, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ შეგვიძლია ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ახლო პარტნიორს – საქართველოს გავუზიაროთ. ამ მიზნის მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მხოლოდ გრანდიოზულ ხედვებსა და პროექტებზე საუბარს არ გულისხმობს. ის ყოველ ჩვენგანს ეხება, რადგან წარმატების მისაღწევად ჩვენ, როგორც მოქალაქეებსა და უბრალოდ, ადამიანებს, მოქმედება და ერთად დგომა გვჭირდება წარმატების მისაღწევად. წარმატებას კი, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ“, – აცხადებს დიპლომატი
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...