დავით ზალკალიანი: ამერიკელი სენატორების ვიზიტით დასტურდება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აშშ-ის როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო შტოს დღის წესრიგში

Read Time:59 Second

ამერიკელი სენატორების ვიზიტი იყო მათი ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება. ასეთი გავლენიანი სენატორების სტუმრობა მიანიშნებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს აშშ-ის როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო შტოს დღის წესრიგში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა გლობალური გამოწვევები მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყნის შიგნით მიმავალი პროცესებიც ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანას არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ შევსულიყავით ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა ხელოვნურად გამოიწვიეს. ქვეყანა, რომელსაც ასეთი სერიოზული გამოწვევები ჰქონდა რეგიონში ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლებოდა ექვსი თვის უაზრო დავაში გაფლანგვა. ბოლოს ვითარება იმ ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, რაზეც ჩვენ მყისიერად, საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე ვსაუბრობდით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში. „ასე იყო ეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის მისაღებია საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. არასდროს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არ ყოფილა. პარტიები რომლებიც გუშინ გამოჩდნენ ასპარეზზე, უარს ამბობდნენ ამ შედეგზე ეს ხომ ყოვლად წარმოუდგენელია. პოლიტიკური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და საკუთარ თავს უწოდებდნენ პროდასავლურებს. რადიკალური ფრთა რჩება ბოიკოტის რეჟიმში, რაც ჩვენთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია, რადგან ეს არაა იმ ქვეყნის ნიშა, რომელიც მიისწრაფის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა ძალიან თამამი და ამბიციური მიზანია – იმედი მაქვს, მის მიღწევაში სხვებიც შემოგვიერთდებიან
Next post სახალხო დამცველის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს