კარლ ჰარცელი: გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა ძალიან თამამი და ამბიციური მიზანია – იმედი მაქვს, მის მიღწევაში სხვებიც შემოგვიერთდებიან

Read Time:52 Second

ევროკავშირი ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს დღეს. ამ საკითხებში ევროკავშირი უკვე არის მსოფლიო ლიდერი, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან პლანეტა ჩვენს გააქტიურებას ვეღარ დაელოდება. ამიტომ, ჩვენ მიზნად, 30 წელიწადზე ნაკლებ დროში, ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მიერ გარემოზე საკუთარი უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა დავისახეთ. იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანების შესრულებას დაბინძურებასთან, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებთან ეფექტიანად ბრძოლით, ენერგიის მდგრადი წყაროების გამოყენებისა და მრავალი სხვა ხერხით შევძლებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ „ევროპულ მწვანე შეთანხმებას“ (EU Green Deal) ვუწოდებთ. ეს არის ძალიან თამამი და ამბიციური მიზანი, რომლის მიღწევაშიც, იმედი მაქვს, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ შეგვიძლია ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ახლო პარტნიორს – საქართველოს გავუზიაროთ. ამ მიზნის მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მხოლოდ გრანდიოზულ ხედვებსა და პროექტებზე საუბარს არ გულისხმობს. ის ყოველ ჩვენგანს ეხება, რადგან წარმატების მისაღწევად ჩვენ, როგორც მოქალაქეებსა და უბრალოდ, ადამიანებს, მოქმედება და ერთად დგომა გვჭირდება წარმატების მისაღწევად. წარმატებას კი, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ“, – აცხადებს დიპლომატი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არ საუბრობენ რეალური დაფინანსების წყაროზე, მათთვის მომგებიანი არ იქნება ამ ინფორმაციის გასაჯაროება – ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დაფინანსებაზე
Next post დავით ზალკალიანი: ამერიკელი სენატორების ვიზიტით დასტურდება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აშშ-ის როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო შტოს დღის წესრიგში