დავით სერგეენკო – მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ გახარიაზე ცუდი ვთქვა, თუმცა გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა ღირებულებების ცვლილება და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან
რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება და მინიმალური სოციალური კაპიტალი მოჰყვება ხოლმე. დამერწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. გიორგი გახარია რამდენად კონკურენტი იქნება და ვის ხმებს წაიღებს, ოპოზიციის თუ პოზიციის, ამის შესაფასებლად ერთადერთი საშუალებაა, რომ მისგან მისი ხედვა მოვისმინოთ და ვნახოთ, რა გუნდით აპირებს ამ საქმის გაკეთებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, გახარიას გუნდის გეგმების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
„მისი გუნდის წევრებისგან მხოლოდ მმართველი ძალის კრიტიკას ვისმენ, თავად რას და როგორ აპირებს, ამის შესახებ არაფერია ცნობილი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კითხვაზე: „გიორგი გახარია პრემიერი იყო და ცვლილებებისთვის ბერკეტები ჰქონდა. რამდენად გულწრფელი იქნება ოპოზიციონერის რანგში ცვლილებებზე საუბრისას? მმართველი გუნდი უშლიდა ხელს თუ ახლა სხვა პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა“, სერგეენკომ განაცხადა, გაუჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა გახარიას ღირებულებების ცვლილება.
„ამ თვალსაზრისით არის პოლიტიკური და მენეჯერული ნაწილი. მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ ცუდი ვთქვა. წლები მასთან ვმუშაობდი და მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, ვინც კი მინახავს და ვისაც კი ვიცნობ. რაც შეეხება პოლიტიკას, სამწუხაროდ, ღირებულებები იცვლება ხოლმე და გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა მისი ცვლილება, რამ შეუშალა ადრე ხელი და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...