ილია მეორე: უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე
გენერალ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც. მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი. სიხარული იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიყვარულით იბრუნებს თავის ერთგულ შვილებს, – ამის შესახებ პატრიაქის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხედართან, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წაიკითხა.
„ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის ნეშტი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, აქ არ შეწყვეტილა მსახურება მისი სულის საოხად. მოძღვრები და მრევლი სხვადასხვა ეკლესიისა, იხდიდნენ პანაშვიდებს, იკითხებოდა ფსალმუნები, აღევლინებოდა გალობა… გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმა, და რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამაც.
უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას.
მისი ბიოგრაფია კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება, რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ.
ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს მისი შთამომავლები და ახლობლები. მადლობა საფრანგეთს ქართველ ემიგრანტთა მიღებისა და პატრონობისათვის. მადლობა საქართველოს პრეზიდენტს დიდი გენერლის სამშობლოში დაბრუნების ინიციატივისათვის. ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!“, – ნათქვამია პატრიარქ ილია მეორის მიმართვაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...