მთავარი რაბინი ღარიბაშვილსა და ივანიშვილზე: ნეტავ, იმ ქვეყანას, სადაც ასეთი ლიდერები არიან, მხოლოდ გამოიყენეთ, კი არ დაჭამოთ, ხალხო!

Read Time:55 Second

ქართველ-ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მთავარმა რაბინმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საქართველოსა და ისრაელს შორის 26-ს საუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებისა და განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრა. ქართველ ებრაელთა კავშირის გაძლიერება და საქართველოს ხელისუფლების მიერ ემიგრაციაში მყოფ ქართველ ებრაელთა სამშობლოში დაბრუნება – ამ თემებზე საუბრისას, რაბინმა პრემიერ ღარიბაშვილის, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„9 წლის წინ ხანუკის ღონისძიებას დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, ასევე ბიძინა ივანიშვილი. ღონისძიება თბილისში ჩატარდა. მომიწვიეს, როგორც მთავარი რაბინი და ჩამოვედი. პატივცემულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა ქართველ ებრაელებს, რომ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. მისმა სიტყვებმა ჩემზე იმოქმედა. შემდეგ სიტყვით მე გამოვედი და მას პასუხი გავეცი – ბატონო ირაკლი, ჩვენ მოვდივართ, არსად წავსულვართ, მხოლოდ ერთ რამე გთხოვთ. ჩვენი ბებია-ბაბუების საფლავები უპატრონოდ რომაა და ბალახია ამოზრდილი, კაცი ვერ შედის, ამას როგორმე თუ მიხედავთ, მეც შემეძლება ვთქვა, ჩემო ხალხო, ჩადით“, – განაცხადა მთავარმა რაბინმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა მას, რომ ამ პრობლემას მისი ფონდი მოაგვარებდა, რაც შესრულდა კიდეც.

„ასეთი ადამიანები აქაურ ცხოვრებას წინ წაწევენ: ჩვენი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აგერ, ბიძინა ივანიშვილი. სასწაული ფენომენი ადამიანია. ნეტავ, იმ ქვეყანას, სადაც ასეთი ლიდერები არიან, მხოლოდ გამოიყენეთ, კი არ დაჭამოთ, ხალხო“, – განაცხადა მთავარმა რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე
Next post დავით ბაქრაძის სტატია Newsweek-ში: როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს