დავით ბაქრაძის სტატია Newsweek-ში: როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს

Read Time:1 Minute, 14 Second

გამოცემა Newsweek-ში აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის საავტორო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება.

დავით ბარქაძე სტატიაში ყურადღებას ამახვილებს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრაზე, რომელიც მომდევნო თვეში ნატოს სამიტის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

როგორც საქართველოს ელჩი მიიჩნევს, შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი უნდა წამოწიონ, ასევე გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავალში ინვესტიცია განახორციელა.

„საქართველო განაგრძობს რუსეთის მიერ დომინირებისა და დაშინების ყოველდღიური ძალისხმევისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული „მთავრობები“ ქმნიან არეულობას საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია“, – წერს დავით ბაქრაძე სტატიაში.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება. ბაქრაძის განმარტებით, კიბერთავდასხმები და ეკონომიკური მანიპულაციები რუსეთის ხრიკების ნაწილია. როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება.

„რუსი „მშვიდობისმყოფებელთა“ ჯარები ახლა მთიან ყარაბაღში იმყოფებიან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში“, – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ ვარდნასთან გამკლავებისთვის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავარი რაბინი ღარიბაშვილსა და ივანიშვილზე: ნეტავ, იმ ქვეყანას, სადაც ასეთი ლიდერები არიან, მხოლოდ გამოიყენეთ, კი არ დაჭამოთ, ხალხო!
Next post მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა