ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს: საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგობარმა ქართველმა ხალხმა მტკიცე ნება გამოხატა სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, ქართველები განუხრელად ადასტურებენ ამ მისწრაფების მიმართ ერთგულებას
სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!
საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგობარმა ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი მტკიცე ნება სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, ხოლო დღეს ქართველები განუხრელად ადასტურებენ ერთგულებას ამ მისწრაფების მიმართ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების გზით.
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სომხეთმა და საქართველომ შექმნეს თანამშრომლობის ისეთი ფუნდამენტური წინაპირობები, რომლებითაც ყველაზე უკეთაა უზრუნველყოფილი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთო ხედვით, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყნებს დიდი სამუშაო ელით როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონული პროცესების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში გიდასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან და ახალი მიღწევებით მის გამდიდრებასთან დაკავშირებით.
ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა გისურვოთ წარმატება თქვენს სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში, ხოლო მოძმე ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და პროგრესი“- ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...