დმიტრო კულება: ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებების პოლიტიკად არ უნდა იქცეს – უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ

Read Time:1 Minute, 3 Second

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინის ნატოს სამიტზე არმიწვევის გამო ალიანსი გააკრიტიკა.

„გვესმის მოკავშირეების სურვილი დახურული სამიტი ჩაატარონ, რათა ტრანსატლანტიკური ერთობა განიხილონ, თუმცა აბსოლუტურად არ გვესმის, როგორ შეიძლება ნატოს დახურული სამიტის ჩატარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე. ამის გაგება არ შეგვიძლია. როგორ შეიძლება არ მოიწვიო უკრაინა?“ – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში, ნატოს პრაქტიკული ნაბიჯები არ გადაუდგამს, რათა უკრაინას ალიანსის წევრობა მიეღო.

„ნატოს პარტნიორების მადლობელნი ვართ ღია კარის პოლიტიკის მუდმივი დადასტურებისთვის, თუმცა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ 13 წელი გავიდა და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განსახორციელებლად. როდესაც ზოგჯერ რეფორმების ნელა გატარებისთვის გვაკრიტიკებენ, მაშინ რა უნდა ვთქვათ ალიანსის იმ გადაწყვეტილების განხორციელებაზე, რომელსაც უკვე 13 წელია მტვერი ადევს? უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებების პოლიტიკად არ იქცეს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ და საქართველომ წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიიღონ.

„თუ 2008 წელს დაპირებული იყო, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, შემდეგი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება უნდა იყოს და 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია. ჩვენ ამ თემაზე ნატოს პარტნიორებთან ღიად ვსაუბრობთ და ვფიქრობ, დრო დადგა ამ თემაზე უკრაინულ საზოგადოებასაც ღიად ვესაუბროთ, რათა მათ მკაფიოდ ესმოდეთ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ბურთი ყოველთვის უკრაინის მხარეს არ არის. ალიანსისგან პასს ველოდებით“, – განაცხადა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოა
Next post ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს: საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგობარმა ქართველმა ხალხმა მტკიცე ნება გამოხატა სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, ქართველები განუხრელად ადასტურებენ ამ მისწრაფების მიმართ ერთგულებას