ლაშა ხუციშვილი: აშშ-თან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება
ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან გაფორმებული დოკუმენტი მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროსა და სექტორს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ესაა მიზნობრივი საგრანტო დახმარება, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისათვის და პრაქტიკულად, მოიცავს ყველა სფეროსა და სექტორს. საგრანტო ხელშეკრულების ჯამური მოცულობა 330 მლნ აშშ დოლარია, რომელიც 5 წლის განმავლობაში იქნება გამოყოფილი. პირველ ეტაპზე, თანხის ოდენობა, რომელსაც საქართველო მიიღებს, 67 მლნ აშშ დოლარია. მნიშვნელოვანია, ის კომპონენტები, რომლებსაც საგრანტო ხელშეკრულება მოიცავს. ეს არის სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვის მიმართულება ასევე, ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. აღნიშნული თანხები გადანაწილდება ქვეყნის მმართველობითი სისტემის გაძლიერებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. დახმარებების დიდი ნაწილი სწორად პოსტპანდემიურ პერიოდში იქნება გამოყოფილი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ეს საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ქვეყანაში და მათ შორის, იმ სამუშაო ადგილების აღდგენას, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში იქნა შეჩერებული ანდა დაკარგული.
„თუმცა დარწმუნებული ვარ, პოსპანდემიურ პერიოდში უმუშევრობის ის ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იქნა დაფიქსირებული, უკვე მეორე კვარტალში უმუშევრობის შემცირებით შეიცვლება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...