გურამ მაჭარაშვილი: ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ელის, კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე შევჯერდით

Read Time:27 Second

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ელის, კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა- არშესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ ოპოზიციასთან უკვე შევჯერდით ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც არის მიშელის დოკუმენტში, ასევე შევჯერდებით. რაც შეეხება კონკრეტულად საარჩევნო რეფორმის პროცედურებს; იცით, რომ პროექტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიასთან, პირველი მოსმენით პრინციპულ დონეზე მივიღებთ როგორც კომიტეტებზე, ასევე სესიაზე ამ საკითხს. ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ მეორე მოსმენამდე დაჩქარებული ტემპებით მოხერხდეს რეკომენდაციების გამოგზავნა, რომ მეორე მოსმენით განხილვა 6-7 ივნისისთვის დავიწყოთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ხუციშვილი: აშშ-თან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება
Next post კარლ ჰარცელი: საარჩევნო რეფორმის დოკუმენტზე პარტიების ერთობლივი მუშაობა არის ძალიან კარგი და ძლიერი სიგნალი, რომ პროცესი წინ მიდის