ლაშა ხუციშვილი: აშშ-თან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება

Read Time:56 Second

ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან გაფორმებული დოკუმენტი მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროსა და სექტორს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ესაა მიზნობრივი საგრანტო დახმარება, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისათვის და პრაქტიკულად, მოიცავს ყველა სფეროსა და სექტორს. საგრანტო ხელშეკრულების ჯამური მოცულობა 330 მლნ აშშ დოლარია, რომელიც 5 წლის განმავლობაში იქნება გამოყოფილი. პირველ ეტაპზე, თანხის ოდენობა, რომელსაც საქართველო მიიღებს, 67 მლნ აშშ დოლარია. მნიშვნელოვანია, ის კომპონენტები, რომლებსაც საგრანტო ხელშეკრულება მოიცავს. ეს არის სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვის მიმართულება ასევე, ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. აღნიშნული თანხები გადანაწილდება ქვეყნის მმართველობითი სისტემის გაძლიერებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. დახმარებების დიდი ნაწილი სწორად პოსტპანდემიურ პერიოდში იქნება გამოყოფილი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ქვეყანაში და მათ შორის, იმ სამუშაო ადგილების აღდგენას, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში იქნა შეჩერებული ანდა დაკარგული.

„თუმცა დარწმუნებული ვარ, პოსპანდემიურ პერიოდში უმუშევრობის ის ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იქნა დაფიქსირებული, უკვე მეორე კვარტალში უმუშევრობის შემცირებით შეიცვლება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში საარჩევნო რეფორმის კუთხით ამ მასშტაბის ცვლილებები არ განხორციელებულა
Next post გურამ მაჭარაშვილი: ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ელის, კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე შევჯერდით