სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში ასოცირდებოდა ციხე შიშთან -შალვა პაპუაშვილი
ცინიზმია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს ციხესა და შიშზე ერთად, ვინაიდან სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში ასოცირდებოდა ციხე შიშთან, გვახსოვს, რაც იყო საერთო ჯამში ის სისტემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ციხესთან დაკავშირებული შიში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაქრა.
„ციხესთან დაკავშირებით შიში გაქრა სწორედ 2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და ძირეულად შეიცვალა სიტუაცია ციხეში. თუ ვინმეს არ ეშინია საკუთარი სიცოცხლის, როდესაც პატიმარია, სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ნიკა მელია თავს მეტნაკლებად კომფორტულად თუ გრძნობდა ციხეში, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ის სისტემა, რომელიც არსებობდა მათი მმართველობის პერიოდში, დაიშალა. ახლა გვაქვს აბსოლუტურად სხვანაირი ციხე. აქ მთავარი ის კი არ არის, ადამიანს ციხის შიში აქვს თუ არ აქვს, მთავარია, აქვს თუ არა განცდა, რომ ჩაიდინა დანაშაული. სამწუხაროდ, ნიკა მელიას არ აქვს განცდა, რომ ჩაიდინა დანაშაული. რასაც ვხედავდით ყველა პირდაპირ ეთერში, რაც ხდებოდა 20 ივნისს მისი მხრიდან, ამის განცდა არ აქვს. ერთ-ერთ სამართალდამცველს თვალი აქვს დაზიანებული და ცალ თვალში დაკარგული აქვს მხედველობა 90 პროცენტით, ამის განცდა არ აქვთ, რა მოხდა იმ დღეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავად გააცნობიეროს საკუთარი საქციელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ვამაყობ, რომ ნიკა მელიას თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, ციხის შიში საერთოდ გააქრო“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...