კრიმინალებს ციხის არ ეშინიათ, მათთვის იქ ყოფნა ბუნებრივი მოვლენაა – სოზარ სუბარი სააკაშვილის განცხადებაზე

Read Time:39 Second

მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში ნიკა მელიას ვიზიტისას თქვა, რომ მელიამ „ციხის შიში გააქრო“.

სუბარის განცხადებით, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგადაც ციხეებში სრულად აღმოიფხვრა პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივი პრაქტიკა.

„ციხის შიში არა ნიკა მელიამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ გააქრო. სისტემაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს პატიმრებისთვის იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, ახლა დაცულია ადამიანების ყველა ფუნდამენტური უფლება. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, ან ციხის ადმინისტრაცია, ან რომელიმე თანამშრომელი პატიმარს ეპყრობოდეს უხეშად. ეს სწორედ მმართველი გუნდის მონაპოვარია და ამ მოცემულობას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. რაც შეეხება კრიმინალი სააკაშვილის განცხადებას, ცხადია, კრიმინალებს ციხის არ ეშინიათ, მათთვის იქ ყოფნა ბუნებრივი მოვლენაა და გაქცეული პრეზიდენტისგან ეს წამოცდენა მისი კრიმინალური აზროვნების კიდევ ერთი დადასტურებაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში ასოცირდებოდა ციხე შიშთან -შალვა პაპუაშვილი
Next post ალუდა ღუდუშაური – ციხის შიში დაძლია არა ნიკანორ მელიამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“, ციხეებში აღარ ხდება ადამიანების წამება