არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რომ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში
„პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რომ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის განმავლობაშიც, პარლამენტის თავმჯდომარე ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობების პირებს შეხვდება. „ვფიქრობ, ეს არის ძალიან ნათელი სიგნალი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარე, თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს ევროპაში, ბრიუსელში. ეს არის, კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში. მსურს წარმატებები ვუსურვო კახა კუჭავას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად არის წარმომადგენელი ოპოზიციიდან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთგულია იმ სულისკვეთების, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის შეთანხმებაში. ჩვენ მომხრე ვართ თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკის. ჩვენ გვსურს მშვიდი, საქმიანი პოლიტიკური პროცესი და ვფიქრობ ეს შესაძლებელი იქნება უკვე უახლოესი თვეების განმავლობაში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...