შალვა პაპუაშვილი: შევთანხმდით – ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება

Read Time:1 Minute, 9 Second

ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება ორი მოადგილე, მათგან ერთი იქნება ოპოზიციური პარტიების დანიშნული, ხოლო ერთი იქნება პროფესიული ნიშნით დანიშნული, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში საარჩევნო რეფორმის თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე, რაც შეეხებოდა 19 აპრილის შეთანხმებას, შეთანხმდნენ.

„ძირითადი საკითხი, რაც იყო, იცით, რომ იყო მოადგილის საკითხი, ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, ამაზე შევთანხმდით. იქნება ორი მოადგილე- პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული. ცესკო-ს თავმჯდომარე თუ ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ამაზეც შევთანხმდით. შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ პაკეტით, რომელსაც საბოლოო ფორმას ახლა ვაძლევთ, ვიღებთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დღეს დამატებითი საკითხებიც შევათანხმეთ, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურებს.

ამიტომ ეს არის ყველა შემთხვევაში უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, დღესაც იგივე აზრზე ვართ და ვფიქრობ, გულის სიღრმეში კოლეგებიც გვეთანხმებიან, რომ თავისთავად ამ სისტემაში, როცა გვყავს ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც არის პრეზიდენტის წარდგენილი, პარლამენტის მიერ არჩეული და ამხელა ლეგიტიმაცია აქვს, მისი არყოფნის შემთხვევაში კი ხდება თავმჯდომარის ჩანაცვლება პარტიების მიერ პირდაპირ დანიშნული მოადგილით, არ პასუხობს სისტემას, თუმცა, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ ისიც ვთქვით და ყველა ამბობდა, მათ შორის, ჩვენი კოლეგებიც, რომ ეს ის საკითხი არ არის, სადაც შეთანხმება შეუძლებელია და ამიტომ ამ კუთხით ვუშვებთ ამ შესაძლებლობას იმ დათქმით, რომ ვრჩებით ჩვენს აზრზე, რომ ეს არ არის სწორი სამართლებრივად, თუმცა, შეთანხმება შეთანხმებაა,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რომ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში
Next post ვახტანგ შაქარიშვილი: მელია, რომელსაც თითქოს დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად