ამირან გამყრელიძე მღვდელმთავრებს: გთხოვთ, ვაქცინაციის პროცესში ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა
ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დასაბუთებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმებზე უფრო, – ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მღვდელმთავრებს.
„იცით რა რთული პერიოდი გვქონდა – წინასააღდგომო პერიოდი, აღდგომა, აღდგომის შემდგომი პერიოდი და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს ვთხოვო, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დადასტურებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ და ამიტომ გთხოვთ, რომ თანამშრომლობა ვაქცინაციის პროცესში ძლიერი იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...
დემურ გიორხელიძე: დელაკრუა რომ ვიყო, დავხატავდი, ქართველ რევოლუციონერ უფროსი თაობის ქალბატონს, პათეტიკურად რომ გაიძახის “შვილები ევროპულად უნდა გავზარდოო”
"დელაკრუა რომ ვიყო, დავხატავდი, გავაკეთილშობილებდი (ნახატზე) ქართველ რევოლუციონერ საშუალო და/ან უფროსი თაობის ქალბატონს, აი, სულ "შიგ ევროპაში რომ მიდის", პათეტიკურად...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგის მიერ შემუშავებული Meama Versatile-ის დიზაინი გავლენიანი საერთაშორისო კონკურსის – Red Dot Design Award-ის გამარჯვებული გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული და ამავე ფაკულტეტის პედაგოგი ლუკა ჯანჯღავა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი საერთაშორისო...
მთელი ცხოვრება უარყოფდნენ, მაგ ადგილზე 100 ათასი კაცი როგორ დაეტეოდაო, გუშინ კი იგივე ადამიანები ამბობდნენ, იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევაო – მამა შალვა კეკელია
"ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ...
მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე გარდაიცვალა
66 წლის ასაკში ნოდარ ებანოიძე გარდაიცვალა. ნოდარ ებანოიძე 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხარაგაულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან...