გიგა ბოკერია: ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის – ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი მალე დასრულდეს
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, სამუშაო გრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა ის, რაც ყველამ იცის – მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არაა. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი მალე დასრულდეს და გითხრათ, როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან – იმ პუნქტების მიხედვით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა მოხაზული თავის ყოვლისმომცველ და ძალიან კარგ დოკუმენტში“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა დღეს უკვე მესამე შეხვედრა გამართა. „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების შემდეგ, კრისტიან დანიელსონი „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებს შეხვდა.
შეხვედრაზე იყვნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.
იქამდე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სალომე სამადაშვილი და აკაკი მინაშვილი, ასევე – „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე.
დილით გამართულ შეხვედრას კი, „ქართული ოცნების“ მხრიდან, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ, თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ. მათ მოლაპარაკებისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, დღეს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ შეხვდეს შარლ მიშელის წარმომადგენელს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...