გიგა ბოკერია: ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის – ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი მალე დასრულდეს

Read Time:1 Minute, 2 Second

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, სამუშაო გრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ამოცანაა ის, რაც ყველამ იცის – მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არაა. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი მალე დასრულდეს და გითხრათ, როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან – იმ პუნქტების მიხედვით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა მოხაზული თავის ყოვლისმომცველ და ძალიან კარგ დოკუმენტში“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა დღეს უკვე მესამე შეხვედრა გამართა. „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების შემდეგ, კრისტიან დანიელსონი „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებს შეხვდა.

შეხვედრაზე იყვნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.

იქამდე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სალომე სამადაშვილი და აკაკი მინაშვილი, ასევე – „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე.

დილით გამართულ შეხვედრას კი, „ქართული ოცნების“ მხრიდან, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ, თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ. მათ მოლაპარაკებისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, დღეს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ შეხვდეს შარლ მიშელის წარმომადგენელს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ მეგრელიშვილი: ყველას, მათ შორის ჩვენც, კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს
Next post შსს ნამახვანჰესის აქციაზე შეკრებილ ხალხს მოუწოდებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს