მიხეილ ყაველაშვილი: პატარა ბავშვს რომ ახირება აქვს, გინდა თუ არა, სათამაშო მიყიდეო, ასე უნდა ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები
პატარა ბავშვს რომ ახირება აქვს, გინდა თუ არა, სათამაშო მიყიდეო, ასე უნდა ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის IRI-ს პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.
„წარმოგიდგენიათ, როგორ ვაკუუმში არიან? პატარა ბავშვს რომ ახირება აქვს, გინდა თუ არა, სათამაშო მიყიდეო, ასე უნდათ რიგგარეშე არჩევნები და რა ვქნათ, იქნებ, ახლა მაინც გაიზარდონ. რაც შეეხება დარღვევებს, საარჩევნო რეფორმა მომზადდა, ახლაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან გამომდინარე ინიცირებულია ცვლილებები. საქართველოში იდეალური არჩევნები შეიძლება, რამდენიმე წლის შემდეგ ჩატარდეს. ეს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ შორის შეგნებასა და სხვადასხვა გარემოებაზე.
შეფასება გაკეთდა, რომ უკეთესი არჩევნები იყო, ვიდრე მანამდე. ყველა არგუმენტი გამოცლილი აქვს ოპოზიციას და რა ვქნათ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და როგორ მივუთითოთ, რომ ეს ყველაფერი მავნებლობაა საკუთარი ქვეყნის წინაშე. ბოლო შესაძლებლობაა, იქნებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან მაინც იყვნენ ადეკვატურები და საკუთარი ქვეყნის მოყვარულები”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...