მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდიდან არც არასდროს ამდგარა და არც აუყირავებია ის
„ქართული ოცნება“ არც არასდროს ამდგარა მოლაპარაკების მაგიდიდან და არ აუყირავებია ეს მაგიდა. თქვენ ჩვენზე უფრო კარგად იცით, იმიტომ რომ იქ იყავით. ყოველთვის ისინი ცდილობდნენ, ეს მაგიდა არათუ აეყირავებინათ, იქამდე არ მისულიყვნენ რეალურად, ფიზიკურად იქ იყვნენ და თავისი მიზნებით იყვნენ სხვაგან, იქ, სადაც არიან დღეს, თავისი პროვოკაციული მოქმედებებით“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
„ბატონო ალეკო, თქვენ დღეს როდესაც გამობრძანდით თქვით, რომ სამ რამეს ისურვებდით. სამივეზე მინდა პასუხი გაგცეთ. პირველი ეს იყო ნაბიჯი ოპოზიციისკენ. წარმოუდგენელია იმაზე მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ყველაზე აბსტრაქტული ლოგიკიდან, ფაქტებიდან და არგუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნა დააყენეს მათ, მაშინ როდესაც თქვენ მათთან ერთად იყავით ქუჩის აქციებზე და ეს იყო რიგგარეშე არჩევნები. ამაზეც კი დავეთანხმეთ ერთი ყველაზე პატიოსანი დათქმით – მობრძანდით, თქვენივე თვალით, თქვენივე ხელით, თქვენივე იმ საშუალებით, რასაც კომისია აძლევთ მათ, გამოიძიეთ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ 1%–იანი გადახრა იქნება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და გაყალბება ამ მიმართულებით, კი ბატონო ესეც ჩავატაროთ. ამის იქეთ ნაბიჯი ფიზიკურად არ არსებობს.
„ქართული ოცნება“ არც არასდროს ამდგარა ამ მოლაპარაკების მაგიდიდან და არ აუყირავებია ეს მაგიდა. ყოველთვის ისინი, თქვენ იცით ძალიან კარგად. თქვენ იცით ჩვენზე უფრო კარგად, იმიტომ რომ იქ იყავით. ყოველთვის ისინი ცდილობდნენ რომ ეს მაგიდა არათუ აეყირავებინათ, იქამდე არ მისულიყვნენ რეალურად, ფიზიკურად იქ იყვნენ და თავისი მიზნებით იყვნენ სხვაგან. იქ, სადაც არიან დღეს. თავისი პროვოკაციული მოქმედებებით, მათ შორის, მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარის კონკრეტული მოქმედებებია, რაც მიუთითებს იმაზე რომ სახელმწიფო ჩააყენოს იმ მდგომარეობაში რომ სხვა გამოსავალი არ იყოს გარდა იმისა, რომ თავის თავი დაიჭიროს ნიკა მელიამ. აქ რომ მიდიოდნენ ახლა ამაზე ბევრი არგუმენტების მოყვანა გვჭირდება?! ეს ვიცით ყველამ. ამის იქეთ ნაბიჯები არ არსებობს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...