მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვეყოლება წარმატებული მინისტრთა კაბინეტი, რომელიც სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე იღებს პასუხისმგებლობას

Read Time:1 Minute, 49 Second

„გარკვეული პოზიტიური გამოცდილება უკვე არის იმის ბაზად და საწყისად, რომ თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ ჩვენ გვეყოლება წარმატებული მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ჩვენი პროგრამის განხორციელებაზე იღებს პასუხისმგებლობას, ჩვენთან ერთად“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა და საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გლობალური პანდემიის გამო, მსოფლიო უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას და უხილავ მტერთან ომში ყველა ერთად უნდა დადგეს.

„როდესაც ამ ომში ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ამ დროს ცდილობენ ყველაზე რადიკალური და ცრუ ნარატივებით დარტყმები მიაყენონ არა მხოლოდ „ოცნებას“ – ქართულ სახელმწიფოს, რომ რამენაირად ჩამოიშალოს ეს ქვეყანა. და თუ ადრე მათი ქმედების გადაწყვეტის გზები და ხერხები იყო ფიზიკური ძალადობა, დღეს რაც აქვთ, იმ ხერხს იყენებენ – ეს არის ტყუილი, რომელიც ვრცელდება მედიასაშუალებების მეშვეობით. დამანგრეველ ზიანს აყენებენ ჩვენ რომ არ ვიყოთ და სიმართლით თავს არ ვიცავდეთ, თუმცა, თავდაცვის პოზიციაში ყოფნა ძალიან რთულია და ალბათ ჩვენ კიდევ, კარგი გაგებით აგრესიულ კომუნიკაციაზე უნდა ვიყოთ საზოგადოებასთან, რომ სიმართლე ვუთხრათ კიდევ უფრო მეტად და მეტი პროაქტიული რეჟიმის დამკვიდრებით“,-განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, მან პრემიერ მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისგან კონკრეტული ხედვები მოისმინა, მათ შორის, დეოკუპაციაზე, უმუშევრობასა და სიღარიბეზე, სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებზე, დემოკრატიასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, განათლების სფეროზე.

„პრემიერ მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებისგან მოვისმინე დეოკუპაციის, სიღარიბისა და უმუშევრობის შესახებ კონკრეტული ხედვა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა. მსოფლიო ბანკის მონაცემით „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 30-დან 19%-მდე ჩამოვიდა. დღეს ეს ახალი მონაცემები არ გამოქვეყნებულა, რა თქმა უნდა, იქნება ცუდი – წინასწარ გეუბნებით, პანდემიის ფონზე. ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რა ნიშნულზეც ვიყავით და ჩვენ ამის გაუმჯობესებისთვის უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვიზრუნოთ. მოვისმინე კონკრეტული მესიჯები დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე დასაბუთებული განაცხადი უნდა წარვადგინოთ, ამას არ ყოფნის მხოლოდ დემოკრატიის ხარისხი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხარისხი და დინამიკა. ამას სჭირდება შესაბამისი პირობების შექმნა, მათ შორის, სოციალურ და ეკონომიკური მიმართულებითაც.
განათლება არის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი და განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, განათლებაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, არის ის ურყევი საფუძველი, რის მოშლაც იქნება რთული. განათლება არის გარანტია, შეუქცევადი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის და ეს საფუძველი არ უნდა მოვშალოთ არასდროს, მის გამყარებაზე უნდა ვიზრუნოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: როდესაც პრემიერის განცხადებების სიხისტეზე საუბრობენ, გაიხსენონ იმ მხარის განცხადებებიც, რომელმაც წლების განმავლობაში სიტუაცია სადისტურად მართა
Next post მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდიდან არც არასდროს ამდგარა და არც აუყირავებია ის