კახა კალაძე: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია „ურბანული გენოციდის“ მაგალითია
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის „ურბანული გენოციდის“ მაგალითი, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებართვის გამცემები და მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ ტერიტორიაზე. არანაირად არაა განსაზღვრული გზების განვითარება, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ არაა საუბარი. ელემენტარულად, რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და არ იცი კონკრეტული ქუჩები. ტყვარჩელის ქუჩის N5-ში, სადაც ბარაკული ტიპის სახლები იყო განთავსებული, განხორციელდა ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. ამ დღეებში დაიწყება ბარაკების დემონტაჟი და ამ ფართობზე სკვერის მოწყობა. შესაბამისად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა. ამ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს“, – განაცხადა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...