ჯანმო სახელმწიფოებს მოუწოდებს, ეპიდემიის გავრცელების შენელების ფონზე სიფხიზლე არ მოადუნონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეპიდემიის გავრცელების შენელების ფონზე სახელმეწიფოებმა იგივე შეცდომები არ დაუშვან, რაც გასულ წელს დაუშვეს.
„უამრავმა ქვეყანამ შემთხვევების რაოდენობის შემცირებას სანიტარული და სოციალური ზომების შემსუბუქებით უპასუხა, ხოლო ხალხმა კი სიფხიზლე მოადუნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ, რაც გასულ წელს დავუშვით. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ახალი შემთხვევების მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ გლობალურ დონეზე ტენდენცია დადებითია“, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, დადებითი ტენდენცია ცხადყოფს, რომ სანიტარული ზომების მეშვეობით ვირუსის გავრცელების შეზღუდვა შესაძლებელია.
„თუნდაც ახალი ვარიანტების გავრცელების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ამ პანდემიის კონტროლი, თუმცა დადებითი ტენდენცია ადვილად შეიძლება შეიცვალოს და რთულად მოპოვებული მიღწევები შეიძლება დავკარგოთ“, – აღნიშნა მან.
ჯანმოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ვაქცინაცია პანდემიის კონტროლის საშუალებას არ იძლევა და მთავრობებმა ზომების მოხსნა არ უნდა იჩქარონ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...