არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ
არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს მადლობა გადაუხადა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ ივანიშვილის მმართველობისას მიაღწია.
„სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ“, – მიიჩნევს თალაკვაძე.
მისი თქმით, ეს პირველ რიგში დემოკრატიის კონსოლიდაცია, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო რეფორმით, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებითა და ინსტიტუციური რეფორმებით მიაღწია, რომელთა შედეგადაც ხელისუფლების შტოებს შორის ფუნქციები გაიმიჯნა. მეორე მნიშვნელოვან მიღწევად თალაკვაძე ადამიანის უფლებების დაცვას მიიჩნევს, რა მიმართულებითაც საქართველოს, საერთაშორისო შეფასებებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კიდევ ერთი მიღწევა ბიზნესის და საკუთრების უფლების დაცვის სფეროშია, რაც წინა ხელისუფლების მმართველობის წლებში პრობლემას წარმოადგენდა. მისივე თქმით, საქართველომ ივანიშვილის მმართველობით წლების განმავლობაში შედეგიანი საგარეო პოლიტიკის გატარება შეძლო და უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორი გახდა მოკავშირეებისთვის და უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
„შესაბამისად, ამ გაწეული სამუშაოს ფონზე, როდესაც მან მნიშველოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მონაწილეობით დემოკრატიას, როდესაც მოქალაქეებს დაუბრუნდათ ხელისუფლება და როდესაც ხელისუფლება გახდა ანგარიშვალდებული კონსტიტუციურადაც და რეალურ პროცესში მოქალაქეებთან, რა თქმა უნდა, სრულიად ლოგიკურია უკვე მისი გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდები, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მართვაზე. მინდა ჩემი მხრიდან გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...