დედაქალაქის მერმა ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე დეველოპერულ კომპანიებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამშებლო-დეველოპერულ კომპანიებთან გამართული შეხვედრის მიზანი ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების, კერძოდ, სარემონტო ობიექტების დასრულებისთვის თანხების მობილიზების საკითხის განხილვა და შესაბამისი განაცხადების წარმოდგენის პროცედურებთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორის ინფორმირება იყო.
თბილისის მერიამ „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებზე მუშაობა, კომისიის ფორმატში, 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. შესაბამისმა კომისიამ „ცენტრ-პოინტის“ 16 დაუმთავრებელი მშენებლობიდან 6 ობიექტზე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ აღნიშნული 6 სამშენებლო ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის მომზადდა ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხა, ასევე, სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერი ჩატარდა.
ამ ეტაპზე, წინამოსამზადებელ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „მეტტა“. სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელი გაგრძელებისთვის საჭიროა გარკვეული თანხების აკუმულირება.
შპს ,,ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების, მათ შორის, ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების დასრულების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, რადგან, შენობა-ნაგებობების დასრულებას და ექსპლუატაციაში მიღებას ელოდება ათასობით დაზარალებული პირი, მათ შორის, ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან საცხოვრებელის არქონის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ცენტრ პოინტის“ სარემონტო-სამშენებლო ობიექტების დროული დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის თანხების აკუმულურების მიზნით, მერია გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს და განიხილოს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელთა წინადადებები მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისთვის.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...